გაკვეთილის გეგმა _ ნატურალური რიცხვები და წილადები. წილადის შეკვეცა. წილადების დაყვანა საერთო მნიშვნელზე. წილადების შედარება.
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ნატურალური რიცხვები და წილადები. წილადის შეკვეცა. წილადების დაყვანა საერთო მნიშვნელზე.
წილადების შედარება.
|
საგანი/პედაგოგი
|
მათემათიკა /ზურაბ მიქელაძე
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
დაწყებითი საფეხური/VI კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
27 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროების
მიდგომის მოსწავლე არ არის.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეებმა გაიმეორონ წილადებთან დაკავშირებული მე-5 კლასში შესწავლილი
საკითხები, განივითარონ წილადის უკვეცი ფორმით გამოსახვით, წილადების შეფასების/შედარების
უნარ ჩვევები.
|
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
|
მოსწავლეები დაეუფლონ:
ü წილადების გამოსახვას
ფიგურების მოდელების მეშვეობით.
ü წილადების
გამოსახვას შერეული რიცხვების მეშვეობით.
ü უკვეცი
წილადის მიღებას გამარტივების მიზნით.
ü წილადების
შედარებას.
ü წილადების
დაყვანას საერთო მნიშვნელზე.
|
წინარე ცოდნა
|
ü წილადის
დაწერა და წაკითხვა
ü რათომ
შემოიღეს წილადი რიცხვები.
ü წილადის
წარმოდგენა მონაკვეთისა და ფიგურის დაყოფით.
ü წილადების
დალაგება.
ü წილადების
შედარება სხვადასხვა ხერხით.
ü ტოლი
წილადების მიღება, მრიცხველისა და მნიშვნელის ერთი და იმავე რიცხვზე გამრავლებით-გაყოფით.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარი შედგენილი შეფასების ცხრილის მიხედვით,
ზეპირი გამოკითხვით,
მსჯელობით, დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულებით,
გაკვეთილზე აქტიურობით.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, გეომეტრიული ფიგურების მიდელები. ფურცლები ჯგუფური მუშაობისათვის,
საჭიროების შემთხვევაში პროექტორი, კომპიუტერი.
|
გაკვეტილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
მისალმება კლასის ორგანიზება _ 2 წთ.
გაკვეთილის A
ფაზა _ გამოწვევა
აქტივობა 1 _ განვლილი მასალის გამოკითხვა _ 10 წთ.
ü გაკვეთილი იწყება საშინაო
დავალების ანალიზით, რის შემდეგაც მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაიხსენებენ ნატურალურ
და წილად რიცხვებს.
აქტივობა 2 _ კითხვა-პასუხი _ 8 წთ.
ü
ახალი მასალის ახსნამდე ვსვამ კითხვებს, რომლებიც დაკავშირებულია ნატურალურ
და წილად რიცხვებთან, რომელიც ნაწილობრივ შეისწავლეს მე-5 კლასში.
გაკვეთილის B
ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 3 _ მინი ლექცია _ 5 წთ.
გაკვეთილის C
ფაზა _ რეფლექსია
აქტივობა 4 _ კითხვა-პასუხი _ 5 წთ.
აქტივობა 5 _ სახელმძღვანელოში მოცემული სავარჯიშოების შესრულება _
10 წთ.
საშინაო დავალების მიცემა _ 2 წთ.
შეფასება _ 3 წთ.
|
No comments:
Post a Comment