სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: „ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე“.

პროექტის მთავარი იდეა:

 ბოლო წლეების განმავლობაში თემში შეიმჩნევა ძალადობის, კერძოდ ოჯახური ძალადობის ზრდა, რაც  ძირითადად გამოწვეულია სოციალური პირობებით.
 ოჯახური ძალადობის უპირველესი მსხვერპლნი მოზარდეები არიან, რომელთა ფსიქიკაზე ძალადობის სულ მცირე ფაქტიც კი ღრმა კვალს ტოვებს.
 თემში საზოგადოების სხვადასხვა ფენის გამოკითხვის შედეგად დავრწმუნდით, რომ თემში მოსახლეობის 80%-ს არა აქვს ციდნა ოჯახური ძალადობის ფორმების შესახებ.
1.თემის ცოდნის გაზრდა ოჯახური ძალადობის არსის,სახეებისა და ფორმების შესახებ.
2.თემის ინფორმირება ოჯახური ძალადობის ფიზიკური,ფსიქოლოგიური-სოციალური და საკანონმდებლო ასპექტების შესახებ.
3.თემის ინფორმირება ძალადობის პრევენციის შესაძლებლობისა და მეთოდების შესახებ.

პროექტის მიზანი: თემის ცნობიერების ამაღლება ოჯახური  ძალადობის ფორმების შესახებ.

 მონაწილეთა ასაკი: ერთიდან  თექვსმეტ წლამდე

ვადები: 2 თვე.

პროექტის მსვლელობა:

1.საგანმანათლებლო მასალების მოძიება ოჯახური ძალადობის შესახებ.

2.თემში ოჯახური ძალადობის საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მოძიება და მათგან კონსულტაციების მიღება.

3.ძალადობის ფორმების შესახებ ბუკლეტების შექმნა და დარიგება თემში.

4.თემის წარმომადგენლებისაგან შექმნილი სამიზნე ჯგუფისთვის კინოსეანსების მოწყობა.

5.ოჯახური ძალადობის შესახებ ნახატების კონკურსი და გამოფენა.

6.შეხვედრა სამართალდამცავ მუშაკებთან ძალადობის პროვენციის შესაძლებლობის შესახებ.

7.მოსწავლეთა ძალებით ფილმის გადაღება ძალადობის ფორმების შესახებ.

8.მოპოვებული მასალის,თითოეული საქმიანობის ამსახველი ფოტო მასალების განთავსება ინტერნეტში. მოსწავლეთა თვითმართველობის მიერ შექმნილ ვეფ-გვერდზე.

   შეფასება:

1.პროექტის დამთავრების შემდეგ სამიზნე ჯგუფის 70%-ს ექნება ცოდნა ოჯახური ძალადობის ფორმების შესახებ.

2.ბენეფიციართა 70%-ს აქვს საფუძვლიანი ცოდნა, თუ რა გავლენას ახდენს ოჯახური ძალადობის სხვადასხვა ფორმები ოჯახურ გარემოზე,საზოგადოებაზე და კერძოდ მოზარდეებზე.

3.სამიზნე ჯგუფის 70%-ს ექნება საფუძვლიანი ცოდნა თუ რა პრევენციული ღონისძიებების მიღებაა შესაძლებელი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა

პროექტის ხელმძღვანელი: ზურაბ მიქელაძე.


ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: zurabmiqeladze50@gmail.com

No comments:

Post a Comment